ირაკლი კობახიძე - არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს - გამომდინარე აქედან, საერთოდ არ გვაინტერესებს, რა განცხადებებს აკეთებენ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო წარმომადგენლები

არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს - ასეთი ერთეულები არ არსებობს და გამომდინარე აქედან, საერთოდ არ გვაინტერესებს, რა განცხადებებს აკეთებენ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო წარმომადგენლები, - ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამოხმაურების თაობაზე დასმულ კითხვას.

კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა, რომ როგორც ოკუპაცია, ისე აღიარება მოჰყვა იმას, რასაც “მისი პოლიტიკური პარტია“ აკეთებდა.

“რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე გავიმეორე ის, რაც თქვენმა პარტიამ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაწერა. რეზოლუციაში გარკვევით ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ გადაიზარდა. ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რაც მე გავიმეორე. ამ ყველაფერს თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი 2008 წელს, როცა ომის დასრულებიდან დღეები იყო გასული. აქედან გამომდინარე, თქვენს პარტიას მოჰკითხეთ, ჯერ რატომ გააკეთეს ეს, შემდეგ რატომ მისცეს აღიარებითი ჩვენება ევროსაბჭოში და მთელს ევროპულ თანამეგობრობასთან ერთად რატომ მოაწერეს ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში ანუ ომში თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის მერე გადაიზარდა და ამას რუსეთის საპასუხო რეაქცია მოჰყვა. რეზოლუციაში რუსეთის პასუხზეა პირდაპირ საუბარი და ამას თქვენმა პარტიამ ხელი მოაწერა.

თუ ვინმემ ვინმეს არგუმენტი მისცა, ეს იყო ის, როცა თქვენმა პარტიამ ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა, სადაც აღიარეს, რომ კონფლიქტი ომში მათ გადაზარდეს“, - განაცხადა კობახიძემ დასმული კითხვის პასუხად.

კობახიძემ დღეს თქვა ისიც, რომ საომარი მოქმედებების დაწყებას წინ უძღოდა ათასი პროვოკაციული ქმედება, რითაც რუსეთის ფედერაციას საბაბი მოუმზადეს იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ნაბიჯები გადაედგათ.

“ეს მათ შორის იყო ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება, ეს იყო კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის წოდება. მიიღეს კანონი და გამოსცეს პრეზიდენტის ბრძანებულება, რითაც ალტერნატიული დე ფაქტო სეპარატისტული ხელისუფლება შექმნეს. ეს იყო წყება ნაბიჯების, რაც შემდეგ იმით დააგვირგვინეს, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაწერეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები