პრემიერი - გინდათ მიიღოთ ჰედლაინი, მაგალითად, თუნდაც რუსულ მედიაში, რომ მე ვაცხადებ, რომ რუსეთი მტერია, ეს კონკრეტული პოლიტიკური განაცხადია, რომელსაც მერე ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო, ის ნაბიჯები, რაც თქვენმა პარტიამ მოაყოლა 2008 წელს

თქვენ ძალიან მარტივად გინდათ მიიღოთ ჰედლაინი, მაგალითად იგივე თუნდაც რუსულ მედიაში, იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვაცხადებ, რომ რუსეთის ფედერაცია არის მტერი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მერე ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ეს არის ისეთი პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც კონკრეტული ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო. დაახლოებით ის ნაბიჯები, ან ზუსტად ის ნაბიჯები, რაც თქვენმა პარტიამ მოაყოლა 2008 წელს და 2008 წლამდე“.

„კარგად უნდა გესმოდეთ ეს ყველაფერი და თუ გაიგებთ, ასეთ სამარცხვინო შეკითხვებს აღარ დასვამთ. აგიხსენით და ვერ გაიგეთ. ვიცი, რომ ვერ იგებთ, გულწრფელი ხართ ამაში. გაგების პრობლემა გაქვთ. გაგების პრობლემა ზოგადად რომ არ გქონდეთ, არ იქნებოდით არც „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტები. თქვენ „ფორმულაც“ და „ტვ პირველიც“ წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. ეს არის უცხოური აგენტურის პარტიული მედიადანამატი, შესაბამისად, თქვენ წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, უცხოური აგენტურის კონკრეტული განშტოება ხართ. თქვენ არ გეუბნებით პირადად, რომ თქვენ ხართ უცხოელი აგენტი, მაგრამ თქვენი ტელევიზია არის უცხოური აგენტურის ერთ-ერთი განშტოება. შესაბამისად, თქვენი პოზიცია არის სათაკილო, როდესაც თქვენ კვლავ ემსახურებით იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული 2008 წელს და გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა, როცა ამ პარტიას ემსახურებით დღესაც, ეს არის უაღრესად სათაკილო მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები