უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ქარხანაზე იერიში დაადასტურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 10-11 აგვისტოს ღამეს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, იერიშის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. „მიყენებული ზარალის მასშტაბები ზუსტდება“ - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

„ორსკნეფტეორგსინტეზი“ ორენბურგის ოლქში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და რუსეთის საწვავ-ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. საწარმოს გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ის აწარმოებს ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავს, მაზუთს, ბიტუმსა და სხვა ნავთობპროდუქტებს.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინული მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ქალაქებში ამურის კომსომოლსკსა და ორსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვოდა. კერძოდ, ხაბაროვსკის მხარეში ხანძარი „როსნეფტის“ ქარხანას გაუჩნდა, ხოლო ორსკზე განხორციელებული თავდასხმა ადგილობრივმა მერმა, არტემ ვორობიოვმაც დაადასტურა, რის გამოც ორსკის აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები