მამუკა მდინარაძე - გიორგი ბარამიძემ ომის დანაშაული დააბრალა ქართველ სამხედროებს

რეგიონული განვითარების მინისტრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ომის დანაშაული დააბრალა ქართველ სამხედროებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ომის დანაშაული დააბრალა ქართველ სამხედროებს. ისევე როგორც რეზოლუციის მხარდაჭერით ომის დანაშაული თავის დროზე, რუსეთ-საქართველოს ომიდან, აგვისტოს ომიდან ორ თვეში, დააბრალეს მათ ქართველ სამხედროებს. იგივე მოქმედება ერთი მაშინ ჩაიდინეს, ახლა ბარამიძემ დაამატა ზემოდან, რომ ხვრეტდნენ.

ერთ-ერთი ინტერვიუ ვნახე, რომ თურმე ბარამიძე დახვრეტაში გულისხმობდა მტერს რომ ესვრითო. დახვრეტა და ბრძოლა არის სხვადასხვა. აქედან იქ რომ ესვრის და იქ რომ ვიღაც კვდება, ეს ყოფილა დახვრეტა. ამ მარაზმულ ლოგიკამდე მივიდა ჟურნალისტიც კი, იმისთვის, რომ სამხედრო დანაშაულის დამბრალებელი ბარამიძე დაეცვა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. ამის შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და „რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან“. მოგვიანებით კი გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა“. „არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს „ხვრეტდნენ", ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი“, - განაცხადა ბარამიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები