უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს ესაუბრა.
„კარგი საუბარი მქონდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. განვიხილეთ უკრაინა-სომხეთის ურთიერთობებისა და ჩვენი ორმხრივი დიალოგის შემდგომი განვითარების საკითხები“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
სიბიგას ცნობით, სომეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილა.
„ჩემს კოლეგას რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლოდროინდელი დარტყმების შედეგების და ჩვენი ხალხისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმდინარე ტერორის შესახებ ვაცნობე. შევთანხმდით, რომ უკრაინასა და სომხეთს შორის თანამშრომლობის განვითარებას გავაგრძელებთ“, - აცხადებს ანდრეი სიბიგა.