„ქართული ოცნება“ - სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში

სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13-წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ განცხადებას საფუძვლად უდევს მსოფლიო ბანკის მიერ “ფრიდომ ჰაუსის” გლობალური გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, რომელიც 2013-2026 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხება და მსოფლიოს 196 ქვეყანას და ტერიტორიას ერთიანებს.

“სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13-წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში.

მსოფლიო ბანკი “ფრიდომ ჰაუსის” გლობალური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2013-2026 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხება და მსოფლიოს 196 ქვეყანას და ტერიტორიას ერთიანებს.

კვლევის მიზანი იყო, შეფასების 4 ბალიანი სისტემით გაეცა პასუხი შეკითხვაზე: „არის თუ არა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი ?“ .

ანგარიშის მიხედვით ევროპაში 2013 წლიდან მხოლოდ 5 ქვეყანამ მოახერხა სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება: საქართველომ, იტალიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ და ალბანეთმა.

2026 წლის შეფასებით საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია ბალტიის ქვეყნებთან ერთად და უთანაბრდება ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს : პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ახალ კანდიდატ სახელმწიფოებს _ მოლდოვა და უკრაინა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით ევროპაში ბოლო ადგილებზე იმყოფება რუსეთთან და ბელორუსთან ერთად . კვლევის მიხედვით თვალსაჩინო ხდება, რომ 2016 წლის შემდეგ მოლდოვაში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის დონე გაუარესდა, ხოლო უკრაინის მაჩვენებელი იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული არ შეცვლილა. ირკვევა ისიც, რომ 2013 წლამდე საქართველო უკრაინასთან, ბელორუსთან და რუსეთთან ერთად ევროპაში ბოლო ოთხეულში იმყოფებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე.

2013 წლიდან საქართველოსთან ერთად მსოფლიოს სულ 31 ქვეყანაში მოხერხდა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის ინდიკატორის გაუმჯობესება, მსოფლიოს 41 ქვეყანასა და ტერიტორიაზე კი ვითარება გაუარესდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები