მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიცია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ აქტიურობს, ციხეში მოხვედრის ეშინია, ან გაყიდულია, ან უბრალოდ პლაჟზეა წამოკოტრიალებული, ან უცხოეთში ისვენებს და ვერ მოიცალა რამის თქმისთვის

საქართველოს ყოფნა - არ ყოფნის წამმზომი ჩართულია და ხალხის და პოლიტიკოსების სიჩუმის ფონზე, სწრაფად მიდის ფატალური დასასრულისკენ. მართლა ისევ უკრაინის გამარჯვება, რომელიც ახლოა, თუ გვიშველის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ოპოზიციის ნაწილი გაჩუმებულია, ნაწილი კი ან გაყიდულია, ან ციხის ეშინია.

„ის რომ ამ დღეებში წარმოუდგენლად მოღალატეობრივი განცხადებები გავატარეთ, რაც პრაქტიკულად მტრისთვის მასობრივად დანებებას ნიშნავს, არის განპირობებული შემდეგი ფაქტორებით: ოპოზიცია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ აქტიურობს, იმიტომ რომ მათზე საქმეა აღძრული და ციხეში მოხვედრის ეშინიათ, ან გაყიდულია, ან ფიქრობს, რომ თუ საქართველოს დაიცავს, ამით ჩემს წისქვილზე დაასხამს წყალს, ან უბრალოდ პლაჟზეა წამოკოტრიალებული, ან უცხოეთში ისვენებს და ვერ მოიცალა რამის თქმისთვის.

ხალხის ნაწილს მართლა სჯერა რუსული პროპაგანდის, ნაწილი უბრალოდ პირდაპირ მოღალატეა და მაინც, უმეტესი ნაწილი აპათიაშია ჩავარდნილი და ელოდება უკრაინის ომის შედეგებს, გეგონება უკრაინის გამარჯვებით ეგრევე ლანგარზე მოგვერთმევა გამარჯვება და ივანიშვილი თავისით აორთქლდება. ასევე ხალხი უყურებს ოპოზიციის პასიურობას და ამიტომ დემოტივირებულია.

ამ მტერზე ჩაბარებას ექნება კონკრეტული შედეგი, ივანიშვილი რუსების დავალებით ამზადებს საქართველოს ტერიტორიების ჩაბარების ოფიციალურ აღიარებას და ამ აგვისტოს სიჩუმემ ის დაარწმუნა, რომ ხმის ამომღები არც არავინ იქნება (რისიც აქამდე ეშინოდა) და საკუთარი ტყავის გადასარჩენად უახლოეს ხანში აუცილებლად აღიარებს აფხაზეთს და ცხინვალს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ( ჯერ თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების დადებით და შემდეგ უკვე სრული აღიარებით).

საქართველოს ყოფნა არ ყოფნის წამმზომი ჩართულია და ხალხის და პოლიტიკოსების სიჩუმის ფონზე, სწრაფად მიდის ფატალური დასასრულისკენ და მართლა ისევ უკრაინის გამარჯვება, რომელიც ახლოა, თუ გვიშველის. მანამდე ჩვენი წინააღმდეგობის გამოცოცხლებით როგორმე უნდა მოვიგოთ ძალიან ძვირფასი დრო.

კიდევ, კარგი ამბავი ისაა, რომ ქართველების თითქმის, საყოველთაო ხელჩაქნევის ფონზე, უკრაინელების 80%-ს ბოლო გამოკითხვებით სჯერათ გამარჯვების და მზად არიან ითმინონ იმდენი, რამდენიც საჭიროა“, - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები