ანა დადიანი - „ოცნების“ ხელისუფლება უფსკრულში მიგვაქანებს - დიახ, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგაც უნდა დაიწყოს გამოძიება, ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარ ქვეყანას დააბრალა ომის დაწყება

„ოცნების“ ხელისუფლება უფსკრულში მიგვაქანებს - დიახ, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგაც უნდა დაიწყოს გამოძიება. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარ ქვეყანას დააბრალა ომის დაწყება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა, ანა დადიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც აზიანებს ეროვნულ ინტერესს, ტერიტორიულ მთლიანობას.

„ოცნების“ ხელისუფლება უფსკრულში მიგვაქანებს, ყოველდღე ვხედავთ, რა საზიანო განცხადებებს აკეთებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს [მიხაილ გალუზინის] და მსგავსი განცხადებები ადასტურებს, რომ ქვეყანაში გვყავს ხელისუფლება, რომელიც ოკუპანტს მტერს ვერ უწოდებს, გვყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას, გვყავს პრემიერი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის. არ უნდა გაგვიკვირდეს მსგავსი განცხადებები რომ ვიხილოთ რომელიმე მაღალი თანამდებობის პირისგან. დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც აზიანებს ეროვნულ ინტერესს, ტერიტორიულ მთლიანობას. დიახ, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგაც უნდა დაიწყოს გამოძიება. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარ ქვეყანას დააბრალა ომის დაწყება. გაგვაგებინოს საქართველოს მოქალაქეებს, რომელი აგენტის თუ სახელმწიფოს დაკვეთით განაცხადა ეს პოზიცია“,- აღნიშნავს ანა დადიანი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები