ევროკომისიის პრესსპიკერი - ოპოზიციის აკრძალვა მიუთითებს, რომ რუსეთს განსხვავებული აზრის ეშინია

ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რუსეთის მიერ ფუნდამენტური თავისუფლებების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლის გაგრძელების კიდევ ერთი დასტურია, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტია „იაბლოკოს“ სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ.

„ეს ძირითადად იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი შეშინებულია, რადგან მათ ნამდვილად სჭირდებათ ნებისმიერი განსხვავებული ხმის აღმოფხვრა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმებით, კრემლი ასევე ახშობს ნებისმიერ შიდა ხმას, რომელიც აკრიტიკებს უკრაინის წინააღმდეგ მის უსამართლო აგრესიულ ომს. ვიტყოდი, რომ ეს გასაკვირია, მაგრამ ასე არ არის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „როდინას“ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და პარტია „იაბლოკო“ სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოხსნა. ნაციონალისტური პარტია „როდინას“ სარჩელი ოპოზიციურ პარტია „იაბლოკოს“ უცხოური დაფინანსების მიღებაში, საავტორო უფლებების შესახებ კანონის დარღვევასა და ექსტრემისტულ მოძრაობებთან კავშირში ადანაშაულებდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები