მამუკა მდინარაძე - არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ჩემი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო

მე გავაკეთე და ამოვწურე [წინა სახელმწიფო თანამდებობაზე], რაც ჩემი მისია იყო - გულწრფელად რომ გითხრათ, არ გამოვრიცხავ, ჩემი ამ პოსტზე ყოფნა დიდი ხანი არ იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მთავარი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო - ამ მიმართულებით არაფერს გამოვრიცხავ! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა, სექტემბერში კი, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ რჩება რეგიონული განვითარების მინისტრად, რატომ უქმდება აღნიშნული სამინისტრო და რატომ იქმნება სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობა, მდინარაძემ განაცხადა, რომ “რეგიონული განვითარება არის აბსოლუტურად სხვა რამ და რეგიონული პოლიტიკა და მისი მართვა - სხვა რამ“. ჟურნალისტის კითხვას, რომელშია ის საჭირო, მდინარაძემ უპასუხა, რომ ეს არის პოლიტიკა.

“გულწრფელად მიხარია, როდესაც მეუბნებიან: - აქ გვჭირდები. ეს მართლა ადამიანური მომენტია. დასამალი არ არის, რომ ასეთი საუბარი მართლა შედგა, რომ დღეს გამოწვევა არის აქ და ამ გამოწვევა გამკლავება სჭირდება. პრემიერის აზრია, რომ ამ გამოწვევას ჩემზე კარგად ბევრი ვერ გაართმევს თავს, ყველა გამოწვევას დიდი სიამოვნებით შევუდგები და იმის შესრულებას, რა დავალებაც “ქართული ოცნების“ გუნდს ექნება, რომ რეგიონებში გავაძლიერო ბევრი დაწყებული საქმის კეთება - კიდევ უფრო მეტი მონდომება, სისტემური, კარგი მენეჯმენტი და ბიუროკრატიული ელემენტების შემცირება სჭირდება. ამ დღეების განმავლობაში პიარზეც უარს ვიძახი, დავდივარ რწმუნებულებთან, გავდივართ საკითხებს საათობით“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, რეგიონული პოლიტიკის წარმართვა “ქართული ოცნების“ სერიოზული პრიორიტეტია.

“რატომღაც ადამიანების აღქმაშიც კი, რეგიონული განვითარება სოციალურ, ტექნიკურ და მსგავს საკითხებთან ასოცირდა. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი შემადგენელი და არა ერთადერთი რეგიონული პოლიტიკის წარმოებაში. ამიტომ აქ რანგის აწევა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, რათა ყველა უწყება რეგიონულ საკითხებში იყოს ურთიერთანგარიშვალდებულების ფორმატში სახელმწიფო მინისტრთან და მის აპარატთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები