„ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა რუმინეთში XIV საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

„ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა რუმინეთში გამართულ ორ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და საერთაშორისო აუდიტორიას ქართული ხალხური ცეკვისა და კულტურის ნიმუშები წარუდგინა. „ევროპის უნივერსიტეტის“ ცნობით, 30 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში ანსამბლი ქალაქ აიუდში გამართულ XIV საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდა, რომელიც იუნესკოს ორგანიზებითა და დაფინანსებით გაიმართა.

„ფესტივალის ფარგლებში ანსამბლმა სხვადასხვა საკონცერტო პროგრამაში ქართული ხალხური ცეკვები შეასრულა, მონაწილეობა მიიღო ეროვნული სამოსის საზეიმო აღლუმში და საერთაშორისო საზოგადოებას ქართული კულტურისა და ფოლკლორული ტრადიციების მრავალფეროვნება გააცნო. ფესტივალის ფარგლებში ანსამბლმა მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამებში წარადგინა ქართული ხალხური ცეკვის ნიმუშები, მონაწილეობა მიიღო ეროვნული სამოსის საზეიმო აღლუმში და საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და ფოლკლორული ტრადიციები გააცნო. ღონისძიების პროგრამის ფარგლებში გაიმართა მონაწილე ქვეყნების ოფიციალური მიღება, სადაც ანსამბლს აიუდის მერმა, ვიცე-მერმა და კულტურის მენეჯერმა უმასპინძლეს. შეხვედრები კულტურათაშორისი დიალოგისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას წარმოადგენდა. 5 - 11 აგვისტოს ანსამბლი ქალაქ პიატრა-ნიანცში საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში - „Ceahl Forum“ მონაწილეობდა, სადაც მაყურებელს ქართული ხალხური ცეკვები წარუდგინა. „ევროპის უნივერსიტეტი“ აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტების საერთაშორისო კულტურულ პროექტებში მონაწილეობას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ღირსეულ წარმოჩენას საერთაშორისო სივრცეში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები