მამუკა მდინარაძე - რუსეთის არმია საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოიჭრა, რაც შეეხება 7 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის მიმართულებით დაბომბვები განახორციელა - ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა!

ყველა დოკუმენტური მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის რეგულარული არმია საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოიჭრა, ის ჩვენს ქვეყანას თავს დაესხა და ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა - რაც შეეხება 7 აგვისტოს, 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის მიმართულებით დაბომბვები განახორციელა - ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა! - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილმა დაბომბვები საკუთარ ტერიტორიაზე განახორციელა და ეს მთელს მსოფლიოს აჩვენა.

“რუსეთ-საქართველო ომი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო. ის ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 12 აგვისტოს დასრულდა. შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის 8 აგვისტოდან 2008 წლის 12 აგვისტომდე იყო. ყველა ადამიანი ამას ამბობდა ასე. ყველა დოკუმენტური მტკიცებულება ასევე იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის რეგულარული არმია საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოიჭრა, ის ჩვენ ქვეყანას თავს დაესხა, ტერიტორიების ოკუპაცია და მტრული საქმიანობა განახორციელა. ომის დანაშაულებიც ჩაიდინა, რაც ქართულმა ხელისუფლებამ ქართველ სამხედროებს დააბრალა.

რაც შეეხება 7 აგვისტოს, 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა ბრძანება გასცა და მისი ბრძანებით ცხინვალის მიმართულებით დაბომბვები განახორციელა, რაც ჩემი აზრით, მან მიზანმიმართულად მთელს მსოფლიოს აჩვენა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. 7 აგვისტოს განახორციელა დაბომბვები ცხინვალის მიმართულებით, რასაც სატელევიზიო ეთერში გადასცემდნენ და პირდაპირი მტკიცებულება შექმნა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმითვე, “არანაირი საბაბი და მიზეზი რუსეთის საქართველოში შემოჭრას არ ამართლებს. მდინარაძემ განაცხადა ისიც, რუსეთს არც ერთ შემთხვევაში შემოჭრის უფლება არ ჰქონდა.

“რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედება განახორციელა, რაც 2008 წლის 8 აგვისტოს იყო. ამის საწინააღმდეგო არც მტკიცებულება არსებობს და არც ლოგიკა. შემდეგ ორ თვეში მოღალატეობრივ რეზოლუციაზე მხარდაჭერით მათ დაადასტურეს, რომ საკუთარ ქვეყანას უღალატეს და ომის დანაშაული სამხედროებს დააბრალეს. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უზრუნველყო, რომ მათი მიერ მოღალატეობრივი რეზოლუციის მხარდაჭერის მიუხედავად, საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ მოგვეგო. ეს ისტორია ვერ გადაიწერება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას აკეთებდა რუსეთი აგვისტოს დასაწყისში, მდინარაძემ თქვა, რომ “1-ელი აგვისტოდან 7 აგვისტომდე მიდიოდა ესკალაცია, რომელშიც ასევე რუსეთს მიუძღოდა ბრალი“.

“დიახ, იბომბებოდა - დიახ, იყვნენ დაჭრილები, მათ შორის 5 აგვისტოს, 6-ში იყო ორი გარდაცვლილი. ამის მიუხედავად, არც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა უხსენებია ვინმეს და არც არაფერი უღონია იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაემართლებინა. ამის ნაცვლად, მან დაიწყო მასირებული დაბომბვა, ოღონდ არც ერთი მტკიცებულება არ ეჭირა ხელში, რომ რუსული რეგულარული არმია საქართველოში იმყოფებოდა. ახლა ამბობენ სიტყვით, ოღონდ ეს სიტყვით ნათქვამი არსად არ წერია.

2008 წლის 8 აგვისტოს დილით, გახარებული სააკაშვილი ამბობდა, რომ ტერიტორიები აიღეს, მისი მინისტრები აჟიტირებული იყვნენ, რითაც ვიღაცის თუ რაღაცის წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლას ადასტურებდნენ. როგორც ქართველებს გვაქვს ნათქვამი, ურემი რომ გადაბრუნდა, გზა გამოჩნდა და გამოჩნდა სამწუხარო რეალობა, რომ აზრზე არ იყვნენ, რას აკეთებდნენ. უქმნიდნენ რუსეთს მტკიცებულებებს, საბაბსა და მიზეზს, რომ ის საქართველოში შემოჭრილიყო.

ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთს საქართველოში შემოჭრის საფუძველი არ ჰქონდა და ამის მიუხედავად, შემოიჭრა და სრულმასშტაბიანი მოქმედებები განახორციელა. ომის დანაშაულებში დამნაშავეა რუსეთი, რაც დადასტურდა ჰააგის სასამართლოში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები