მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - იმ "ოპოზიციონერების" აღტკინება უფრო გაუგებარია, რომლებიც ამ სამარცხვინო ქალს, საქართველოს ნამდვილ მტერს, უპირობო ლიდერად და ქართველი ხალხის გადამრჩენად მოიხსენიებდით - ფარისევლობას აქვს საზღვარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მისი თანაგუნდელის, გია ბარამიძის განცხადებას „სრულ სისულელეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ბარამიძეს უფრო დეტალური განმარტების გაკეთება მართებს.

ამავდროულად, სააკაშვილი მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს ფარისევლობაში ადანაშაულებს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ პოზიციების გამო.

სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ ჰააგის სასამართლომ 2008 წლის ომში ქართული მხარის მიერ დანაშაულის ჩადენა საბოლოოდ გამორიცხა.

"ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა, მაგრამ გარდა რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის პიარული საქმის დაწყებისა იმ განცხადებაზე, რომელიც 10 დღის თავზე გაახსენდათ ჩვენი წარმატებული ყრილობის გადასაფარად, იმ "ოპოზიციონერების" აღტკინება უფრო გაუგებარია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამ სამარცხვინო ქალს, საქართველოს ნამდვილ მტერს, უპირობო ლიდერად და ქართველი ხალხის გადამრჩენად მოიხსენიებდით და ქება დიდებას არ აკლებდნენ. ყველანაირ ფარისევლობას აქვს საზღვარი და ყველამ თავის თავში ჩაიხედოს.

თან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, კარგა ხანია რაც ამხილა ქოც-რუსების და მათი დასმული სალომეს ტყუილი, როცა ნათლად ჩაწერა დასკვნაში, რომ ქართულ მხარეს ომის კანონები არ დაურღვევია. (და უდანაშაულო მოსახლეობის დაბომბვა, რასაც მოღალატეები გვაბრალებენ, სწორედაც რომ ომის დანაშაულია)", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე".

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები