შსს-ს ინფორმაციით, 2025 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპული ქვეითების რაოდენობამ 164 შეადგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპული ქვეითების რაოდენობამ 164 შეადგინა, რაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად გარდაცვლილ პირთა სრული რაოდენობის 35%-ია.

მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ ქვეითთა რაოდენობის მაღალი ნიშნული მნიშვნელოვანწილად განპირობებულია სიჩქარის ტოლერანტობისა და დასახლებულ პუნქტებში დასაშვები მაქსიმალური სიჩქარის მაღალი ლიმიტებით, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების მატებით, ასევე ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის არასაკმარისი განვითარებით.

“რაც შეეხება ქვეითის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ 2025 წლის 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი (№932-IIIრს-XIმპ) რომლის მიხედვით, გამკაცრდა ქვეითის მხრიდან საგზაო წესების დარღვევისათვვის გათვალისწინებული სანქცია. კერძოდ, დასახელებული ქმედება 10 ლარის ნაცვლად იწვევს 50 ლარის ოდენობით პირის დაჯარიმებას, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებულ იქნა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა.

აქვე, აღსანიშნავია, რომ სანქციის გამკაცრებასთან ერთად, ხსენებული სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აღსრულების მექანიზმების სტაბილური და ეფექტური ფუნქციონირება“, - აცხადებს მთავრობა მის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები