გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებასთან უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების ეტაპები და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

„მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს რეგიონული უნივერსიტეტებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლისთვის, უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განისაზღვრა.

ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვაზე, რეგიონულ უნივერსიტეტებში ახალი პროგრამების დამატებაზე, ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ.

კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და კონფერენციის თავმჯდომარე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები