რუსეთმა ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი რობერტ გილმანი გაათავისუფლა

რუსეთმა ამერიკის მოქალაქე, რობერტ გილმანი გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.

“სიამაყით ვაცხადებ, რომ ამერიკის მოქალაქე, რობერტ გილმანი, ყოფილი აშშ-ის საზღვაო ქვეითი, სახლში ბრუნდება! ძალიან გავრცელებულ მედია ისტორიაში - რობერტი რუსეთში 2022 წელს დააპატიმრეს, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჩემი საუბრების შემდეგ, რუსეთი მის გათავისუფლებას დათანხმდა, დიდწილად ჰუმანიტარულ საფუძველზე. ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას და იმ ფაქტს, რომ რუსეთმა სანაცვლოდ არავინ არ მოითხოვა - გაცვლა არ მომხდარა. რობერტი დღეს საღამოს ვაშინგტონში, ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე დაეშვება, სადაც ჩემი წარმომადგენლები, რომელთაგან ზოგიერთი მასთან ერთად თვითმფრინავში იმყოფება, რობერტს ამერიკის შეერთებულ შტატებში დახვდებიან. ახლახან ვესაუბრე მას და ერთი თხოვნა ჰქონდა - შესანიშნავი "ჩიზბურგერი", როცა დაეშვება. ამაზე ვიზრუნებ!

ჩემი ადმინისტრაციის დროს პრიორიტეტად ავიღეთ საზღვარგარეთ დაკავებული ამერიკელების სამშობლოში დაბრუნება და ამას აქამდე უპრეცედენტო დონეზე ვაკეთებთ, და ასობით ადამიანი მათ ოჯახებს დავუბრუნეთ. ასევე, გავათავისუფლეთ მრავალი არაამერიკელი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტყვედ იმყოფებოდნენ,” - წერს ტრამპი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები