ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ე.წ. არჩევნების შემდეგ მობილიზაციას გეგმავს

რუსეთი შემოდგომაზე მობილიზაციას ამზადებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს - ოლეგ ივაშჩენკოს - ანგარიში რუსული მობილიზაციის მომზადების თაობაზე. ყველაფერი დასტურდება შიდა რუსული დოკუმენტებით - ისინი მას შემოდგომისთვის ამზადებენ, ზუსტად საპარლამენტო არჩევნების იმიტაციის შემდეგ.

პუტინს არც თუ ისე რთული გეგმა აქვს: ილუზიის შექმნა სურს, თითქოს რუსები მხარს უჭერენ ომს - ვინაიდან ყველა პარტია, რომელიც ჯერ დაშვებულია, ასე თუ ისე მშვიდობის წინააღმდეგაა. შემდგომ, ე.წ. არჩევნების შემდეგ, გეგმავს წლის ბოლომდე რამდენიმე ასობით ათასი რუსის სწრაფ მობილიზაციას, პლუს კიდევ მაგდენის შემდეგ წელს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებიდან პარტია “იაბლოკოს” მოხსნა პუტინის სურვილს ადასტურებს, რომ არ დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ ომი.

“უკრაინას ომი ნამდვილად არ სჭირდება, თუ პუტინს ომი იმდენად სურს, რომ ახლა თავისი ფსევდოარჩევნებით მორიგ ხმამაღალ პოლიტიკურ მანიპულაციაში ჩაება, და ჩაება ისე, რომ შეეშინდა არჩევნების სიაში იმ ერთადერთი პარტიის დანახვაც, რომელიც რაღაცას მაინც ამბობდა მშვიდობის საჭიროებაზე, - მოხსნა პარტია “იაბლოკო”, - მაშინ მისი პრიორიტეტები სრულიად თვალსაჩინოა,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები