დონალდ ტრამპი თურქეთიდან შეცვლილი თვითმფრინავით დაბრუნებაზე - საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების მითითებებს ვემორჩილები - უნდა გავაკეთო ის, რასაც ისინი მეტყვიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გასულ თვეში თურქეთში ნატო-ს სამიტიდან დაბრუნებისას შესაძლო საფრთხის გამო, თვითმფრინავები ფარულად შეცვალეს.

"საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების მითითებებს ვემორჩილები. მათ სურდათ, რომ სხვა რეისით, სხვა თვითმფრინავით გავმგზავრებულიყავი. უბრალოდ, უნდა გავაკეთო ის, რასაც ისინი მეუბნებიან“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში თურქეთიდან საიდუმლო სამხედრო რეისით დატოვა ქვეყანა. მედიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა შენიღბვის უჩვეულო ოპერაცია - ტრამპი ერთი თვითმფრინავიდან მეორეში კვების მომსახურების სატვირთო მანქანის მეშვეობით გადაიყვანეს და ეს უჩვეულო ოპერაცია ირანის მხრიდან მისი მკვლელობის საფრთხემ განაპირობა.

თეთრმა სახლმა იმ დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტი თურქეთიდან, სადაც ის ნატო-ს სამიტს დაესწრო, გაერთიანებულ სამეფოში Air Force One-ით მიფრინავდა. თუმცა, Washington Post-ის ცნობით, თვითმფრინავში ასვლიდან რამდენიმე წუთში ტრამპმა ის ფარულად დატოვა - ბორტიდან კვების მომსახურების სატვირთო მანქანის მეშვეობით ჩამოვიდა და დიდ ბრიტანეთში გასამგზავრებლად სხვა თვითმფრინავში გადავიდა. გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპი ანკარაში კამერების წინ Air Force One-ში ჩაჯდა, რის შემდეგაც ის ფარულად გადაიყვანეს აეროპორტის კვების მომსახურების სატვირთო მანქანით უფრო პატარა თვითმფრინავში - სამხედრო-საჰაერო ძალების C-32A-ში. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს განუცხადეს, რომ აშშ-მა ირანის მხრიდან თვითმფრინავის მიმართულებით რაკეტის გასროლის სარწმუნო საფრთხე დააფიქსირა. მედიის ინფორმაციით, C-32A, რომელშიც ტრამპი იმყოფებოდა, გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით 22:20 საათზე ჩაფრინდა, ძველი Air Force One-ი და მედია კი რამდენიმე წუთში ჩავიდნენ. Washington Post-ი წერს, რომ გაურკვეველია, თუ როგორ დააბრუნეს ტრამპი C-32A-დან ძველ Air Force One-ზე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში