სტივ უიტკოფი - მადლობას ვუხდით პრეზიდენტ პუტინს რობერტ გილმანის ჰუმანიტარული საფუძვლით შეწყალებისთვის და ამ პროცესში მისი პირადი ჩართულობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, ამერიკის მოქალაქის, ყოფილი საზღვაო ქვეითის რობერტ გილმანის გათავისუფლებისთვის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდით პრეზიდენტ პუტინს რობერტის ჰუმანიტარული საფუძვლით შეწყალებისთვის და ამ პროცესში მისი პირადი ჩართულობისთვის“, - დაწერა უიტკოფმა X-ზე.

ამასთან, მისი თქმით, გილმანის დაბრუნება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „არაჩვეულებრივი ლიდერობის და ამერიკელების სამშობლოში დაბრუნებისადმი ურყევი ერთგულების“ კიდევ ერთი დასტურია.

უიტკოფის განცხადებით, პრეზიდენტის მითითებით, მან, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ადამ ბოელერმა, სებასტიან გორკამ და ჯარედ კუშნერმა მჭიდროდ ითანამშრომლეს რობერტ გილმანის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის მოქალაქე, რობერტ გილმანი გაათავისუფლა.

“სიამაყით ვაცხადებ, რომ ამერიკის მოქალაქე, რობერტ გილმანი, ყოფილი აშშ-ის საზღვაო ქვეითი, სახლში ბრუნდება! ძალიან გავრცელებულ მედია ისტორიაში - რობერტი რუსეთში 2022 წელს დააპატიმრეს, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჩემი საუბრების შემდეგ, რუსეთი მის გათავისუფლებას დათანხმდა, დიდწილად ჰუმანიტარულ საფუძველზე“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში