Financial Times - ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ, უკრაინამ იმ ტანკერებზე დარტყმები შეაჩერა, რომლებიც ნოვოროსიისკის პორტით სარგებლობენ

ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ, უკრაინამ იმ ტანკერებზე დარტყმები შეაჩერა, რომლებიც ნოვოროსიისკის პორტით სარგებლობენ, - ინფორმაციას Financial Times-ი (FT) წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმების შეჩერება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 31 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში პირადად სთხოვა.

ჯეი დი ვენსმა ზელენსკის სთხოვა, რომ უკრაინამ იმ ტანკერებზე დარტყმები შეწყვიტოს, რომელთაც ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის პორტში, კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალში ნედლი ნავთობი გადააქვთ.

FT-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეშფოთებული იყო იმით, რომ ნავთობტანკერებსა და კასპიის მილსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაგრძელება ნავთობის გლობალური ბაზრების სტაბილურობასა და ამერიკული კომპანიების ინტერესებს უფრო მეტად დააზარალებდა.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, უკრაინა დათანხმდა, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურასა და არარუსულ ტანკერებს არ დაარტყამს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ტანკერები უკრაინის სანქციების ქვეშ იქნებიან ან რუსულ ნავთობს გადაიტანენ.

„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ძალიან ყურადღებით ვუსმენთ“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში