შალვა პაპუაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი მძიმე მხარე საერთაშორისო რეაქციაა - რუსეთზე ზეწოლა განხორციელდა? სანქციები დაწესდა? ვაჭრობა შეჩერდა? - არა! პირიქით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მალე ურთიერთობების „გადატვირთვა“ დაიწყო

ამ ისტორიის [რუსეთ-საქართველოს ომის] კიდევ ერთი მძიმე მხარე საერთაშორისო რეაქცია იყო - რუსეთზე რეალური ზეწოლა განხორციელდა? სანქციები დაწესდა? ვაჭრობა შეჩერდა? პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები შეიზღუდა? - არა! პირიქით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მალე ურთიერთობების „გადატვირთვა“ დაიწყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

პაპუაშვილის შეფასებით, “2008 წლის აგვისტოში საქართველომ ვერც ერთი ეს მიზანი ვერ დაიცვა“.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ “სააკაშვილის რეჟიმმა ჯერ ქვეყანა უმძიმეს სამხედრო ავანტიურაში შეიყვანა, შემდეგ ბრძოლის ველზე მარცხი განიცადა, ბოლოს კი ხელი მოაწერა პირობებს, რომლებმაც რუსეთის მიერ შექმნილი ახალი საოკუპაციო რეალობა ვერ შეაჩერა.

“12 აგვისტოს შეთანხმებას შუამავლად და გარანტორად ევროკავშირი ედგა. ექვს პუნქტში საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო მეხუთე პუნქტი: რუსეთის სამხედრო ძალები საწყის პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყვნენ.

მაგრამ რა მოხდა შემდეგ?

რუსეთზე რეალური ზეწოლა განხორციელდა? სანქციები დაწესდა? ვაჭრობა შეჩერდა? პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები შეიზღუდა?

არა.

პირიქით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მალე დაიწყო ურთიერთობების „გადატვირთვა“. გაგრძელდა მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობა. აშენდა "ნორდ სტრიმის" მილსადენები. 2010 წლის 9 მაისს კი წითელ მოედანზე რუს და ევროპელ სამხედროებს ერთ აღლუმზე ვხედავდით.

საქართველომ კი სხვა რეალობა მიიღო: შეიარაღების შეძენაზე დაწესებული ემბარგო, ომის პასუხისმგებლობაზე მძიმე საერთაშორისო შეფასებები, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის იძულება და გასასტიკებული რეჟიმის ყველაზე შავბნელი წლები.

რა იყო ეს, თუ არა საქართველოს დასჯა და რუსეთთან ურთიერთობების ძველ კალაპოტში სწრაფი დაბრუნება?“, - წერს პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში