პრემიერ-მინისტრმა საჯარო დაწესებულებებში, 1-ელი ოქტომბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების დაწყების საკითხზე დადგენილება გამოსცა

საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირება 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრის შესაბამისი დადგენილება 11 აგვისტოსაა გამოქვეყნებული.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა) ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება.

სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენის ვადად განისაზღვროს 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, გამოცხადებული კონკურსების შესაბამისად; სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.vacancy.hr.gov.ge;” - ნათქვამია დადგენილებაში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, სტაჟირების გავლა შეეძლება პირს, თუ ის სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

„ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის აპარატზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატზე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაზე, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე – აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე, დიპლომატიურ სამსახურზე, საქართველოს პროკურატურაზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემასა და სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე”, - ნათქვამია დოკუმენტში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში