ირაკლი ჩიქოვანი - დიდგორი გვასწავლის, რომ მაშინ, როცა ერი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი, ხოლო საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით განმსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია

ქართული საზოგადოება დღეს არა მხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას, რაც სახელმწიფოს განმტკიცებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ გონივრულ პოლიტიკასა და მტკიცე ნებაში აისახება,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „დიდგორობაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, დიდგორი გვასწავლის, რომ როცა ერი - ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი, ხოლო საზოგადოება - ქვეყნისადმი ერთგულებით განმსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც დაძლევადია.

„გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს, ჩვენი ერის ერთიანობის, სიმამაცისა და ბრწყინვალე გამარჯვების უკვდავ სიმბოლოს. თითოეული ქართველის გულსა და გონებაში ეს არის წმინდა, განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც გვეამაყება, ეროვნულ თვითშეგნებას გვიძლიერებს და მომავლის რწმენას გვიმტკიცებს.

1121 წლის 12 აგვისტოს გამუდმებით არა მხოლოდ რიცხობრივად უპირატეს მტრის დამარცხება მოხდა, არამედ ამ გამარჯვებამ ქვეყნის ერთიანობა განამტკიცა და ძლიერი და განვითარებული ქართული სახელმწიფოს ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. დიდგორის ველზე მოპოვებული „ძლევაი საკვირველი“ თითოეული დიდგორელის შეუპოვრობასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, დავით მეფის ბრძნული და მრავლისმჭვრეტელი პოლიტიკის შედეგი იყო.

დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობით დაიწყო, ჯარის რეფორმირებით, ეროვნული ერთიანობის განმტკიცებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობითა და ერში სულიერი და მორალური ორიენტირების გაძლიერებით. წმინდა მეფე დავითმა თავისი გამორჩეული მხედართმთავრული ნიჭი, სახელმწიფოებრივი ხედვა და შინაგანი სულიერი სიმტკიცე მამულის, ენისა და სარწმუნოების განმტკიცებას მიუძღვნა. სწორედ ამ მძლავრ საფუძვლებზე გახდა შესაძლებელი გამარჯვება, რომელმაც საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

ქართული საზოგადოება დღეს არა მხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას, რაც სახელმწიფოს განმტკიცებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ გონივრულ პოლიტიკასა და მტკიცე ნებაში აისახება.

ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება ქართული ჯარის სულისკვეთება. სწორედ სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულებაც თითოეული ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა.

დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განმტკიცებას. ჩვენი მთავრობისა და მთლიანად პოლიტიკური გუნდის ძალისხმევა მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისკენ, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისკენ. ეს არის გზა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ისტორიის საუკეთესო გამოცდილებასა და ჩვენი საერთო მომავლისადმი უდიდეს პასუხისმგებლობას.

დიდგორი გვასწავლის, რომ მაშინ, როცა ერი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი, ხოლო საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით განმსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია.

გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს! მარადიული ხსოვნა დიდგორის გმირებს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში