ევროკავშირის ანგარიში - საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით - პოლიტიკური პლურალიზმი საფრთხის ქვეშ დადგა

საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით, - ამის შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას.

„სამართალდამცავი ორგანოების მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში წამებას ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდებოდა, ფართოდ იყო გავრცელებული 2025 წელს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, არცერთი დამნაშავე არ დასჯილა, რამაც ხელი შეუწყო დაუსჯელობის გარემოს შექმნას.

„თვითნებური დაკავებების შემთხვევები, წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენება და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არაპროპორციულად მკაცრი სასჯელები შეშფოთებას იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ დემონსტრაციებში მონაწილე ქალების მიმართ ფიზიკური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების ან სიკვდილით მუქარის შემთხვევები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალმა კანონმდებლობამ, მათ შორის მაუწყებლობის შესახებ კანონში, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონსა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შეტანილმა ცვლილებებმა, უარყოფითად იმოქმედა გამოხატვის თავისუფლების უფლებასა და მედიის თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობაზე.

„ფართოდ ვრცელდებოდა ცნობები ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე თვითნებური დაკავებების შესახებ. საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გაატარა, რომლებიც სერიოზულად უთხრის ძირს დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღებასა და პროცესებს და ფაქტობრივად გააუქმა მოქალაქეთა მონაწილეობა და კონტროლისა და ბალანსის სისტემა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის (CSO) საბანკო ანგარიშების გაყინვით, ხელისუფლებამ მართლმსაჯულების სისტემა რეპრესიისა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენა, რათა ორგანიზაციებისთვის აუცილებელ ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეეზღუდა და განსხვავებული მოსაზრების მქონე ხმები ჩაეხშო.

„სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული ხმები ასევე დაშინების წინაშე აღმოჩნდნენ - სულ უფრო ხშირად ვრცელდებოდა მტრული რიტორიკა, მუქარა და ძალადობა. პოლიტიკური პლურალიზმი საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან მმართველი პარტია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ცდილობს. სამოქალაქო საზოგადოების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციის ლიდერების დაკავება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს