ანგარიში - ევროკავშირი 2025 წელს მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეეჩერებინა დემოკრატიული უკუსვლის კურსი და გაეუქმებინა რეპრესიული კანონმდებლობა

ევროკავშირი 2025 წელს მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეეჩერებინა დემოკრატიული უკუსვლის კურსი და გაეუქმებინა რეპრესიული კანონმდებლობა, - ნათქვამია მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშში.

„ევროკავშირი მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპებისა და კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესაბამისად. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მოქალაქეთა ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემისკენ, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის უზრუნველყოფისკენ, ასევე, თვითნებურად დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ 2025 წლის დეკემბერში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს არ აკმაყოფილებს; ასევე, 2025 წელს ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან საქართველოს შესაბამისობის შეფასებას განაგრძობდა.

„2025 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ მმართველობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში ნაბიჯი უკან გადადგა და ამ კრიტერიუმებს კვლავ არღვევს. ევროკომისიამ ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცედურა დაიწყო“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში