მთავრობა - ფატალური საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაჩვენებლით საქართველო ბოლოდან მე-2 ადგილზეა ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის

მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი (11.8 გარდაცვალების შემთხვევა 100 000 მოსახლეზე) დაახლოებით 2.7-ჯერ აღემატებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რომელიც შეადგენდა 4.5 გარდაცვალების შემთხვევას 100,000 მოსახლეზე.

გარდა ამისა, მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ფატალური საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაჩვენებლით საქართველო ბოლოდან მე-2 ადგილზეა ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. უფრო კონკრეტულად, საქართველოს მაჩვენებელი - 11.8, მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის - 4.5 და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო ნიშნულს - 9.7.

“მიუხედავად საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოფხვრის სირთულისა, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ფატალური და სერიოზული დაზიანების გამომწვევი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილება. საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას გააჩნია პირდაპირი და ირიბი დადებითი გავლენა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და ტურიზმის დარგებისთვის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას და ამავე დროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, რასაც ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის N517 დადგენილება „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ და 2025-2028 წლების საქართველოს სამთავრობო პროგრამა - „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, - აცხადებს მთავრობა გამოქვეყნებულ სტრატეგიაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში