ევროკავშირის ანგარიში - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული უკუსვლის კურსის გაგრძელების გამო, 2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი არ ყოფილა

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული უკუსვლის კურსის გაგრძელების გამო, 2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი არ ყოფილა, - ამის შესახებ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში საუბარია ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან პოლიტიკური ჩართულობის შესახებ.

„2024 წლის ივნისში, ოქტომბერსა და დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია. ევროკავშირი ორმხრივი კონტაქტების შემცირებას განაგრძობდა. ადამიანის უფლებათა საკითხზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ფორმატში შეხვედრა 2023 წლის ივნისის შემდეგ აღარ შემდგარა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, „დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო, ევროკავშირმა ფინანსური დახმარების შეჩერება 2025 წელსაც განაგრძო, რომლითაც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლება სარგებლობდა“.

„სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ, NDICI-ის ორმხრივი და თემატური დაფინანსების ფარგლებში, 2024 წლის ოქტომბრიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 24 მილიონი ევრო გამოიყო. ევროკავშირი განაგრძობდა სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერას ომბუდსმენის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველები, სარგებლობენ გაზრდილი მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის“ საშუალებით, რომლის ფარგლებშიც 2025-2027 წლებისთვის გამოყოფილია 10 მილიონი ევრო“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე, ევროკავშირის ანგარიშში ნათქვამია, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობა და მისი გადაწყვეტილებების აღსრულების დონე არასათანადოა და ამჟამად მინისტრთა კომიტეტის მიერ გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ 45 საქმეა“.

„საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია დროულად არ მოიწვია, რათა 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე სათანადო დაკვირვება მომხდარიყო. ასევე, საქართველომ წინა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება ვერ შეძლო. საქართველო 2025 წლის ბოლომდე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს არჩეულ წევრად რჩებოდა. ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურებით საქართველოს დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფორუმებზე კარგი თანამშრომლობა ზოგადად შენარჩუნებულია, საქართველო ზოგიერთ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივას არ შეუერთდა“, - წერია ანგარიშში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს