პრემიერი - 2016 წელს, საქართველოში, ეუთოს ასამბლეაზე 6 რუსი დეპუტატი იყო ჩამოსული, მაშინ უსუფაშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეთანხმდნენ ფორმატზე, 2020 წელს კი „ნაცმოძრაობის“ ღონისძიებაზე „თბილისო“ შესრულდა ნახევრად რუსულად - რეაქციაც არ ჰქონიათ!

2019 წელსაც [19-20 ივნისს] იყო „დიფ სტეიტის“ კოორდინაცია და ამას მოჰყვა რეალურად შემდეგ საზოგადოების აღელვება. მაშინ თან უცხოელი აგენტები გვყავდა გუნდის შიგნითაც. უცხოელი აგენტები ჩვენ გვყავდა როგორც საპარლამენტო გუნდში, ასევე სამთავრობო გუნდში. 2021 წლამდე გვქონდა ასეთი ვითარება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 2019 წლის 19-20 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და ანტირუსულ განწყობებს შეეხებოდა.

ამავე კონტექსტში, კობახიძემ ჟურნალისტებს 2016 წელს გამართული ეუთოს საპარლამენტო სესიაც შეახსენა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 6 რუსი დეპუტატი იყო ჩამოსული, “თუმცა მაშინ ამაზე რეაგირება არავის ჰქონია”.

„2019 წელსაც [19-20 ივნისს] იყო „დიფ სტეიტის“ კოორდინაცია და ამას მოჰყვა რეალურად შემდეგ საზოგადოების აღელვება, იქაც კოორდინაცია იყო. მაშინ თან უცხოელი აგენტები ჩვენ გვყავდა გუნდის შიგნითაც. პარლამენტში გვყავდა დაახლოებით 15 უცხოელი აგენტი, რომელიც შემდეგ გუნდიდან გავიდა. მთავრობაშიც გვყავდა მაღალ დონეზე უცხოელი აგენტები, რისგანაც გათავისუფლდა გუნდი ბოლომდე 2021 წლის შემდეგ. მანამდე უცხოელი აგენტები ჩვენ გვყავდა როგორც საპარლამენტო გუნდში, ასევე სამთავრობო გუნდში. 2021 წლამდე გვქონდა ასეთი ვითარება. ეს კოორდინაცია 2019 წელს ჩანდა, უცხოური აგენტურ გუნდის შიგნით ხალხი, გუნდის გარეთ ხალხი.

როცა არ იყო „დიფ სტეიტის“ მხრიდან ასეთი ინტერესი და კოორდინაცია, გეტყვით მაგალითს - 2016 წელს საქართველოში გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია. აქ იყო 6 რუსი დეპუტატი ჩამოსული, საიდანაც ერთ-ერთი იყო „ეფესბეს“ ყოფილი ხელმძღვანელი. 6 კაციდან ორს თუ სამს ჰქონდა დარღვეული „ოკუპაციის შესახებ“ კანონი. მაშინ არ იყო „დიფ სტეიტის“ ინტერესი. მაშინ შეთანხმდნენ უსუფაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ფორმატზე, მათ შორის სტუმრების სიაზე. მაშინ არ ჰქონდა „დიფ სტეიტს“ ინტერესი, რომ ხელოვნურად აეღელვებინა ქართული საზოგადოება, არავის გაუგია ისე მოხდა ეს ყველაფერი. მაშინ ერთი სიუჟეტიც არ გაკეთებულა, რომ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის დამრღვევი დეპუტატები შემოვიდნენ საქართველოში. იმიტომ, რომ მაშინ „დიფ სტეიტის“ დავალება არ იყო, რომ ხელოვნურად აეღელვებინათ ხალხი ამ ფაქტის გარშემო.

ასევე, შეგახსენებთ, რომ 2020 წელს „ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა წინასაარჩევნო ღონისძიება, სადაც „თბილისო“ შესრულდა ნახევრად რუსულად. რეაქციაც არ ჰქონიათ. იმიტომ, რომ რუსოფობია თქვენს შორისაც კი ყალბია, უცხოურ აგენტურაშიც კი ყალბია, არათუ ქართულ საზოგადოებაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში