პრემიერი - დიდგორობა ქართული გამარჯვების გამორჩეული მაგალითია და სწორედ ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება გააფორმა, რაც ტრაგიკული მოვლენაა

12 აგვისტოს რუსეთი შეტევით ფაზაში იყო, საქართველო თავს იცავდა და ამ დროს ზავის შეთანხმებაზე ხელის მოწერა, თავისი არსით, კაპიტულაციის აქტია. წაგებული მხარე როცა აწერს ზავის შეთანხმებას ხელს, ეს კაპიტულაციის აქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 12 აგვისტოს, როდესაც ქვეყანაში „დიდგორობა“ აღინიშნება, 2008 წელს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება გააფორმა.

„ეს კაპიტულაციის აქტი იყო. იყო ომი ორ ქვეყანას შორის და ერთი მხარე შეტევაზე იმყოფებოდა. 12 აგვისტოსთვის რუსული მხარე იყო შეტევაზე, ხოლო როდესაც ასეთ დროს ზავის შეთანხმება ფორმდება, ეს იმ მხარისთვის, რომელიც იმ მომენტში თავდაცვით მდგომარეობაშია, კაპიტულაციაა. 12 აგვისტოს რუსეთი შეტევით ფაზაში იყო, საქართველო თავს იცავდა და ამ დროს ზავის შეთანხმებაზე ხელის მოწერა, თავისი არსით, კაპიტულაციის აქტია. წაგებული მხარე როცა აწერს ზავის შეთანხმებას ხელს, ეს კაპიტულაციის აქტია.

ძალიან ტრაგიკული მოვლენაა. დღეს დიდგორობაა, ეს დღე ქართული გამარჯვების გამორჩეული მაგალითია და სწორედ ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება გააფორმა, რაც ტრაგიკული მოვლენაა.

ჩვენი ამოცანაა, რომ ეს შეთანხმება და მისი თითოეული პუნქტი შესრულდეს, რაც იოლი არ არის. „დიპ-სტეიტისთვის“ 2008 წლის ომს კონკრეტული მიზანი ჰქონდა, 2008 წლის ომი უცხოურ აგენტურას, სააკაშვილის სახით, უნდა დაეწყო და შემდეგ ეს უცხოური აგენტურა ხელისუფლებაში უნდა დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ დაიწყო და დასრულდა ყველაფერი ისე, როგორც დაიწყო და დასრულდა. ეს იყო „დიპ-სტეიტის“ მიზანი და მაშინ სააკაშვილმა და მთლიანად კოლექტიურმა ძალამ, აგენტურამ, „ნაცმოძრაობამ“, ეს დაკვეთა და დავალება შეასრულა. ამის გათვალისწინებით, კონკრეტული სტრუქტურების რეაქციაც არ ყოფილა მძაფრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში