პრემიერი - ევროკავშირის დოკუმენტში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება

როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს აკეთებს.

„როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტთან და წყალქვეშა კაბელის პროექტებთან დაკავშირებით, ექსპერტებმა შეიტანეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც არის ელექტროენერგიისა და ასევე ციფრული კაბელი, ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პრაგმატული მოსაზრებები გადაწონის. რა თქმა უნდა, რასაც ბატონი ალიევი ბრძანებს, ეს ასეა. პრინციპულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს გავაკეთებთ. გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან და, რა თქმა უნდა, ამაზე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში