ირაკლი კობახიძე - აფხაზეთში საწვავი ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა - თუ გვექნება იმის საშუალება, რომ იქ მცხოვრებ ქართულ თუ აფხაზურ საზოგადოებას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, ამას მომავალშიც გავაკეთებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ ბიზნესმა შეიტანა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, თუ მომავალშიც იქნება საშუალება, რომ იქ მცხოვრებ ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ, ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ოღონდ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოების ფარგლებში.

“ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის „ოკუპაციის შესახებ“ კანონიც. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ თუ შეგვიძლია მათ შორის, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოებში.

რაც შეეხება საწვავის შეტანას, ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც იმის საშუალება, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას, შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, მომავალშიც გავაკეთებთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში