დრონებით თავდასხმის შემდეგ ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკის მერის, ანდრეი კრავჩენკოს განცხადებით, ოპერატიული სამსახურები დრონების ფრაგმენტებს ეძებენ.
„თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად შტაბი შეიქმნა. სწრაფად აღდგენის მიზნით ყველა რესურსს გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ნოვოროსიისკის მერმა.
კრავჩენკოს ცნობით, ქალაქში სკოლისა და კოლეჯის შენობები დაზიანდა.
ცნობისთვის, გასულ ღამეს, უკრაინამ კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. დრონების სამიზნე ნოვოროსიისკის პორტი, ნავთობტერმინალი და სამხედრო ნავსადგური იყო.
Reuters-ის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა.