Human Rights Watch-ი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, თურქეთიდან უკრაინაში მოძველებული კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა დაბლოკოს

ორგანიზაცია Human Rights Watch-მა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, თურქეთიდან უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გადატანა დაბლოკოს.

ორგანიზაციის განცხადებით, თურქეთმა შეერთებულ შტატებს ნებართვა სთხოვა უკრაინაში ათიათასობით კასეტური საბრძოლო მასალის რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების გადასაცემად, რომელიც თურქეთის მარაგებში ათწლეულების განმავლობაში იმყოფება.

256 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგება მოიცავს M270 ტიპის 12 გამშვების, M39 ATACMS ტიპის 70 ბალისტიკური რაკეტის, M26 ტიპის 2 524 რაკეტის და M509A1 ტიპის 203 მმ-იანი კალიბრის 47 000 საარტილერიო ჭურვის გადაცემას. ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს იარაღი სულ 10 მილიონზე მეტ კასეტურ საბრძოლო მასალას შეიცავს.

„მოძველებული კასეტური საბრძოლო მასალის კონფლიქტის ზონებში გადატანა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ საფრთხეს წარმოადგენს, რაც პროგნოზირებადია. 30 წელზე მეტი ხნის ამ არაზუსტი და არასაიმედო საბრძოლო მასალის გავლენა მშვიდობიან მოსახლეობაზე სწორედ ის მიზეზია, რის გამოც 112-მა ქვეყანამ კასეტური საბრძოლო მასალის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთებით ეს იარაღი აკრძალა. ამ ტიპის კასეტური საბრძოლო მასალა სამიზნეებზე აცდენისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების ხანგრძლივი ისტორიით არის ცნობილი. მათი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. კონგრესს ჯერ კიდევ შეუძლია იმოქმედოს ამ მოკლევადიანი გათვლისა და სახიფათო გადაცემის შესაჩერებლად“, - განაცხადა Human Rights Watch-ის ვაშინგტონის ოფისის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლ ვიდერშაიმმა.

Human Rights Watch -ი განმარტავს, რომ კონგრესს აქვს უფლებამოსილება განიხილოს გადაცემა და მიიღოს რეზოლუცია გაყიდვის დასაბლოკად.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში