ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ანაკლიაში ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები დაიწყო

ჩვენ დღეს ვიმყოფებით სამშენებლო მოედანზე, სადაც უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აქტიური სამშენებლო პროცესი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოებს ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ახორციელებს.

„Jan De Nul N.V.-ის ფლოტში შემავალი გემი უკვე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და დაიწყო ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები. აღნიშნულ გემს ასევე შემოუერთდება უფრო დიდი ზომის გემი აგვისტოს ბოლოსკენ, რომელიც გააგრძელებს აღნიშნულ სამუშაოებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სამუშაოების მიმდინარე პროცესს მინისტრის მოადგილე შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორ ზურაბ სიჭინავასთან და კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორ ტიმ დევოლდერთან ერთად გაეცნო.

უწყების ცნობით, აღნიშნა რომ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

„როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პარამეტრები გულისხმობს 17.5 მეტრამდე ფსკერის დაღრმავებას და დაახლოებით 1400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ დიდი ტვირთამწეობის გემები, რომლებიც შავ ზღვაში დაცურავენ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში