ირანელი მაღალჩინოსანი - ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა, რადგან თეირანის პერსპექტივიდან, შეთანხმებას დაწყების თარიღი არ ჰქონდა და შესაბამისად, გასახანგრძლივებელიც არაფერია, - ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა.

„გახანგრძლივებაზე საუბარი არ არის, რადგან ირანის პერსპექტივიდან გამომდინარე, არ არსებობს დაწყების პერიოდი და შესაბამისად, გასახანგრძლივებელი არაფერია. შეერთებულმა შტატებმა დაარღვია დროებითი შეთანხმება მისი მიღწევიდან 48 საათის შემდეგ და რამდენიმე დღის შემდეგ გამოვიდა მისგან“, - განუცხადა წყარომ Reuters-ს.

მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც შუამავლები განიხილავენ, არის აშშ-ის დაბრუნება დროებით შეთანხმებაზე და ვალდებულებების შესრულების ვადების განსაზღვრა. „ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პროგრესი არ არის“, - დასძინა წყარომ.

მანამდე, თურქულმა მედიამ, პაკისტანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანი და ვაშინგტონი ივნისში ხელმოწერილი დროებითი შეთანხმების ფარგლებში მიღწეული 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში