ნიკა ჩერქეზიშვილი - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თანდათან იკვეთება ის ფაქტი, რომ სავარაუდოდ, სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში  ვერ დასრულდება

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში ვერ დასრულდება.

როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, გადაკეტილია ქალაქის ცენტრი, მილიონობით ლარი იხარჯება, ამის ფონზე კი კონტრაქტორი კომპანია უკვე მეოთხედ არღვევს ხელშეკრულების პირობას და საპასუხოდ მცირე თანხით ჯარიმდება.

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თანდათან იკვეთება ის ფაქტი, რომ სავარაუდოდ სამუშაოები ვერ დასრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

ამას აქვს ორი მთავარი მიზეზი. პირველი მიზეზი არის ის, რომ ტენდერი ცუდად იყო ორგანიზებული და ცუდად ორგანიზებულია ყველა ტენდერი, სადაც კონკურენცია არ არსებობს, სადაც მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს და თან ამ კომპანიის დირექტორი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, უფრო სწორად, ნათესავია.

მეორე პრობლემა არის ის, რომ ჯარიმები აბსოლუტურად არაადეკვატურია იმ დისკომფორტისა, რომელიც ექმნებათ თბილისელებს. შეგახსენებთ, რომ გადაკეტილია ქალაქის ცენტრი, იხარჯება მილიონობით ლარი საჯარო ფული და ამის ფონზე ხელშეკრულებას უკვე მეოთხედ არღვევს კონტრაქტორი კომპანია, ჯარიმა კი არის სასაცილო - 0,02%.

ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ სამუშაოები ვერ დასრულდება დათქმულ ვადებში და თბილისელების დისკომფორტი გაცილებით დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ამას თბილისის მერია აანონსებს“,- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერიამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენი“ დააჯარიმა. როგორც საჯარიმო დოკუმენტშია განმარტებული, 7 აგვისტოს ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთზე განხორციელდა ინსპექტირება და დადგინდა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა. ამიტომ კონტრაქტორ კომპანიას 1 583 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში