მიხეილ სააკაშვილი - ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი - ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ

ტყუილია, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი აფხაზეთში გადის! გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ და ბენზინიც ძალიან ძვირია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ეხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა შეიტანა.

ექსპრეზიდენტის განმარტებით, სწორედ ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი, რაც მისი შეფასებით, რუსეთის „ეკონომიკური ვასლობის“ შედეგია.

სააკაშვილი მმართველი გუნდის „მესიჯბოქსებს“ ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმის“ სცენარს ადარებს და განმარტავს, თუ როგორ ცდილობს, ხელისუფლება საზოგადოებაში "კოგნიტიური დისონანსის" დანერგვას.

„ტყუილია, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი აფხაზეთში გადის! იქ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი რჩება, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ და ბენზინიც ძალიან ძვირია. სწორედ ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი. აი ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ.

ეს "რუსოფობიასთან" მებრძოლი უთავმოყვარეო მთავრობა ჩვენ რომ გვადანაშაულებს რუსეთს მიჰყიდეს ყველაფერიო, სულ გაიბლანდნენ თავის მესიჯბოქსში - რუსეთს მივყიდეთ ყველაფერი და ტურისტებს ვეფერებოდით თუ რუსეთს ვაღიზიანებდით? ორივე როგორ იყო ერთდროულად შესაძლებელი?

დაიწყევლოს მართლა ის დღე, ივანიშვილს ცოლი რომ მოუყვა ორუელზე, რომლის იდეები ასე ჩაუჯდა თავში დიქტატორს, რომ ომი და მშვიდობა, მტერი და მოყვარე ერთი და იგივეა, მიშა რუსებს უწვებოდა და თან აღიზიანებდა. ხოლო ქოცები, როგორც ცხოველთა ფერმის ერთგული მაცხოვრებლები, ისტერიულად იმეორებენ ამ ორუელურ-ივანიშვილურ კოგნიტიურ დისონანსს”, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა და დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში