ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ალექსანდროვსკის მიმართულებაზე შეტევის შედეგად უკრაინელმა სამხედროებმა 26 სოფელი გაათავისუფლეს

ალექსანდროვსკის მიმართულებაზე შეტევის შედეგად უკრაინელმა სამხედროებმა 26 სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, სამხედრო ხელმძღვანელობამ მას ანგარიში ჩააბარა ალექსანდროვსკის მიმართულებაზე ოპერაციის შედეგებზე, რომლის დროსაც იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით უკრაინის სადესანტო-საშტურმო ძალებმა სხვა ქვედანაყოფებთან ერთად სამ ოლქში 26 სოფელი გაათავისუფლეს.

“ჩვენი ძალების აქტიური ქმედებების შედეგად შევძელით ძლიერად დარტყმა საოკუპაციო კონტინგენტზე. რუსების დანაკარგები არანაკლებ 9 550 მოკლული და 6 600-ზე მეტი დაჭრილია. ასევე, შეივსო უკრაინის გაცვლითი ფონდი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ოპერაციის მსვლელობისას უკრაინამ 745 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის გათავისუფლება შეძლო და უკრაინის კონტროლის ქვეშ დნეპრის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების 26 სოფელი დაბრუნდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში