კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი ანაკლიის პორტზე - შევაფასეთ პროექტი და უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა

ჩვენმა, Jan De Nul-ის ბელგიელმა ინჟინრებმა, ჩვენს ჰოლანდიელ კონსულტანტ კომპანია Royal HaskoningDHV-სთან ერთად, უზარმაზარი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები გასწიეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაკლიის პორტი სრულად შეესაბამებოდეს იმას, რაც დამკვეთს სურს, - ამის შესახებ კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა განაცხადა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში სამშენებლო სამუშაოებს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი ზურაბ სიჭინავა გაეცნენ.

როგორც Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფოს ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომელთაც კომპანია სამუშაო პროცესში სრულად ითვალისწინებს.

„ჩვენ აქ ვართ, რათა ავაშენოთ ზუსტად ის, რაც სახელმწიფოს სურს. ჩვენი პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს იმას, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ. Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯეფექტური გავხადოთ", - განაცხადა ტიმ დევოლდერმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში