ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიკოლ ფაშინიანმა ტელეფონით ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ზელენსკის თქმით, უკრაინულ სომხური ურთიერთობები უფრო კონსტრუქციული ხდება.

“ვესაუბრე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. ახლა უკრაინასა და სომხეთს შორის ურთიერთობები სულ უფრო კონსტრუქციული ხდება, და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შორის მუდმივი დიალოგია. განვიხილეთ სომხეთში ჩემი ვიზიტის შედეგები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე, მადლობა გადავუხადე პრემიერ-მინისტრს კიევ-პეჩერის ლავრას დაარსებიდან 975-ე წლისთავის მილოცვისთვის, რაც მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენს რეგიონში ქრისტიანებისთვის. შევთანხმდით მომავალშიც კონტაქტის შენარჩუნებაზე”, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში