უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში ოთხ რუსულ სამხედრო გემს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, სხვადასხვა დონის დაზიანებები მიიღო რუსი აგრესორის ოთხმა სამხედრო გემმა: ორმა ფრეგატმა - “ადმირალ მაკაროვი” და “ადმირალ ესენი”, მცირე სარაკეტო გემმა - “ბუიან” და საპატრულო გემმა - “ვასილი ბიკოვი”.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აკონკრეტებს, რომ ფრეგატები - “ადმირალ ესენი” და “ადმირალ მაკაროვი” “კალიბრი” რაკეტების მატარებლები არიან.
დაზიანებები ასევე მიიღო: 30N6E რადარმა, რომელიც S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემის ნაწილია; ნოვოროსიისკის პორტის N2 ნავმისადგომთან მდებარე მობილურმა საცეცხლე ჯგუფმა; გრუშოვის ნავთობბაზის - შესხარისის ტერმინალის გვირაბის პორტალმა; და N3, N6 და N7 ნავმისადგომების ინფრასტრუქტურამ.