პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი  განვითარების  ახალ ეტაპზე გადადის

პროკრედიტ ბანკსა და „სქაიტელს“ შორის ბიზნესის განვითარების მიზნით სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდა. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად რისკის გაზიარების მექანიზმის (RSF) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და კომპანიის ინტერნეტ ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ განვითარების დაფინანსებას ითვალისწინებს.

„სქაიტელი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და ბიზნესებს, კერძო პირებსა და საჯარო სექტორს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებსა და ინტერნეტმომსახურებას სთავაზობს. კომპანიის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს, ახალი ინვესტიცია კომპანიას შესაძლებლობას მისცემს გააძლიეროს პოზიციები საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და მომხმარებლებს კიდევ უფრო ფართო დაფარვა შესთავაზოს. მადლობა პროკრედიტ ბანკს მხარდაჭერისთვის. EBRD-თან თანამშრომლობა საინვესტიციო რესურსებზე წვდომის გარდა, იმის დასტურია, რომ სქაიტელის საქმიანობის პრინციპები სრულად შეესაბამება კორპორაციული მართვისა და ფინანსური გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი სტრატეგია უცვლელია, ვაგრძელებთ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმ რეგიონებში, სადაც ინტერნეტი დღემდე არ არის. ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდა და ამ კუთხით განხორციელებული ინვესტიციები ერთ-ერთ მთავარი ფუნდამენტია საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის, ისევე, როგორც სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ამიტომ, ეს ინვესტიცია, ქვეყნის ინტერნეტიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მასშტაბური ნაბიჯია”- არმან ობოსიანი, „სქაიტელის“ გენერალური დირექტორი

პროკრედიტ ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ბიზნესის გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს. „სქაიტელი“ უკვე 15 წელზე მეტია ჩვენი პარტნიორია და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის განვითარების არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავაფინანსეთ. ახალი ინვესტიცია ამ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ეტაპია, რომელიც „სქაიტელს“ განვითარების გეგმების განხორციელებასა და საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.“- ზეინაბ ლომაშვილი, პროკრედიტ ბანკის დირექტორი.

„EBRD განაგრძობს საქართველოში ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ეკონომიკის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოს რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, ამცირებს ციფრულ უთანასწორობას, და აძლიერებს რეგიონების კონკურენტუნარიანობას. „სქაიტელის“ ქსელის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ბიზნესის ციფრულ ეკონომიკაში უფრო აქტიურ მონაწილეობას.“ ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, რეგიონალური დირექტორი კავკასიაშიEBRD.

(R)

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს