ნინო სუხიშვილი - სახელმწიფო ანსამბლის სახელით არასდროს წავალ რუსეთში, რადგან ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია

სახელმწიფო ანსამბლის სახელით მე არასდროს წავალ რუსეთში, რადგან ვთვლი, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, - ამის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ დირექტორმა და ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა განაცხადა.

ნინო სუხიშვილი რუსეთთან დაკავშირებულ ბოლო დროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთში გასტროლები არ იქნება კორექტული სახელმწიფო ანსამბლის მხრიდან.

„მინდა, პატივი მივაგო იმ გმირებს, ვინც თავი დადო საკუთარი ქვეყნისთვის და შეეწირა მეზობელი ქვეყნის მხრიდან წამოსულ აგრესიას. ისინი ჩვენი ეროვნული გმირები არიან და მე ვთვლი, რომ მეტი პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას.

მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. არასდროს ყოფილა, ისტორიასაც რომ გადავხედოთ, არასდროს იყო მეგობრული საქართველოს მიმართ და ეს დამოკიდებულება ჩემთვის გაუგებარია. ერთიანობაა დარღვეული და აზრებია გაყოფილი, რაც ძალიან მტკივნეულია.

...ვინ რა უნდა მითხრას? მე ვარ სახელმწიფო ანსამბლი, თუ ვინმე რამეს მეტყვის, მეტყვის სახელმწიფო. მე ჩემი სახელმწიფოს ინტერესებს სულ დავიცავ მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მის სათავეში. სახელმწიფო ანსამბლის სახელით მე არასდროს წავალ რუსეთში, რადგან ვთვლი, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ვთვლი, რომ არ არის კორექტული იქ გასტროლებით სიარული“, - განაცხადა ნინო სუხიშვილმა „ტვ ფორმულას“ ეთერში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში