ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ აშშ Patriot-ის რაკეტების 5%-ს მოგვყიდის, ზამთარს გადავიტანთ და ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ, თუ ისინი 10%-ს მოგვყიდიან, მაშინ ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ - ახლა 1% მაქვს

აშშ-ის Patriot-ის რაკეტების 5% ზამთრის გადასატანად უკრაინისთვის საკმარისი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ წელს ორნახევარჯერ ნაკლები ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა გვაქვს, ვიდრე 2025 წელს გვქონდა. რუსეთი კი თვეში ორჯერ მეტ ბალისტიკურ რაკეტას უშვებს, ვიდრე მანამდე. იერიშები ყოველ ღამით ხდება, თვეში ოთხჯერ ან ხუთჯერ კი მასშტაბური თავდასხმები გვაქვს. ეს საშინელი ღამეებია. ჩვენი ხალხი ნამდვილად გმირი და გამძლეა, მაგრამ ისინი დაიღალნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღის განმავლობაში ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მოსაპოვებლად მილიონობით სატელეფონო ზარს ახორციელებს.

„თუ აშშ რაკეტების 5%-ს მოგვყიდის, ჩვენ ზამთარს გადავიტანთ და ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ. თუ ისინი 10%-ს მოგვყიდიან, მაშინ ჩვენ ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ. ახლა 1% მაქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში