რატი იონათამიშვილი - აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი საწვავი 3 ათასი ტონაა, რუსეთის მოხმარების 0.001%, სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად - დავალებული აქვთ, აფხაზებთან ნდობის აღდგენას ხელი შეუშალონ

დავალებული აქვთ, თუნდაც ყველაზე ბინძური და ანტიქართული ნაბიჯებით ხელი შეუშალონ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს - ამ განცხადებით “ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებას და ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიზნესმა აფხაზეთში 3 ათასი ტონა საწვავი შეიტანა და ეს ყველაფერი საქართველოს სუვერენიტეტის და კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა.

”გუშინდელმა დღემ და ჩვენ ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ - აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება.

მოდით, მარტივად გავაანალიზოთ აგენტურის გუშინდელი ისტერია. დღის განმავლობაში ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმა აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის და კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს იყო 3 ათასი ტონა ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა.

და რა ხდება ამის შემდეგ? უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს.

რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად? ცხადია სასაცილოა, მაგრამ როდესაც ხარ აგენტი, ასეთი აბსურდის მტკიცებას რომ დაგავალებენ, უსიტყვოდ უნდა შეასრულო.

მეორე მხრივ, რადგან ამ ხალხს მუდმივ დავალებად აქვთ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი, ცხადია ვერაფრით შეეგუებიან ხელისუფლების ვერც ერთ ისეთ ჰუმანურ ნაბიჯებს, რაც ხელს უწყობს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესს. უფრო მეტიც - პატრონების დავალების შესაბამისად აგენტურა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პრობლემური ურთიერთობები არათუ მოგვარდეს, არამედ კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს პროცესები, რათა საქართველო მუდმივად ესკალაციისა და რთული გამოწვევების საფრთხის წინაშე იყოს...

და ბოლოს, კიდევ ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვანძი - ოპოზიციის ეს ისტერია არის გაგრძელება იმ მოღალატეობრივი განცხადების, რაც გია ბარამიძემ გააკეთა. საბოლოო ჯამში კი ორივე პროვოკაცია ერთადერთ მიზანს ემსახურება - მათ დავალებული აქვთ, რომ თუნდაც ყველაზე ბინძური და ანტიქართული ნაბიჯებით ხელი შეუშალონ ქართულ/აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს!“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში