ადგილობრივები გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ - მათივე ინფორმაციით, მძღოლმა მიკროავტობუსიდან გადმოხტომა მოასწრო

ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას მიკროავტობუსს მართავდა, დაშავებულია და კლინიკაშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით, სულ ცოტა 18 ადამიანი იჯდა მიკროავტობუსში, რომელიც ხეს დაეჯახა.

“სამწუხარო ფაქტია, ჯერ ითქვა ორი ადამიანია გარდაცვლილიო, შემდეგ ოთხამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი, როგორც ვიცი, უცხოელია ყველა.

საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა, ის მართავდა, ისიც დაშავებულია და კლინიკაშია გადაყვანილი. ბჟუჟჰესთან არის ავარია მომხდარი. გომისმთიდან მოდიოდნენ, ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო. ბელარუსის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილები დანარჩენები. როცა დაბლა ჩამოვიდნენ, იქ არის ავარია მომხდარი. როგორც ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, ხეს დაეჯახა მანქანა, მუხრუჭებიდან გამომდინარეო. ზუსტად რამ გამოიწვია არ ვიცი. გზა ძალიან კარგად არის გაკეთებული. როგორც გავიგე, ბავშვებიც იყვნენ და ძალიან მძიმედ არიან დაშავებულები, ისინი გადაყვანილები არიან საავადმყოფოში. მეტი დაზუსტებული არაფერი ვიცი. ძალიან ბევრი ტურისტი დადის, განსაკუთრებით ბელარუსები, უზბეკები - ჯგუფებად დადიან. სულ ცოტა 18 ადამიანი იჯდა. საშინელი ამბავი მოხდა, თან ჩამოსულები იყვნენ უკვე დაბლა, მთიდან რომ დაეშვები, იქ სამი გორაა გადმოსასვლელი, ერთია ეს მიხვეულ-მოხვეული გზები და დაბლა რომ ჩამოდიხარ, იქ არ არის საფრთხე, რამდენიმე ნაბიჯში უკვე სოფელი გომი იწყება და თითქმის დაბლა არიან ჩამოსული, სამშვიდობოს ჩამოსულებს დაემართათ ეს უბედურება. ხეს დასჯახებია, მერე ის ხე გადატყდაო. იქვე ხრამში არ ჩაცვივდნენ, ხემ შეაჩერაო”, - ამბობს ადგილობრივი „კვირის პალიტრასთან“.

მიკროავტობუსის მძღოლის მეზობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მძღოლს ორსული ცოლი ჰყავს და ის ახლახან დაოჯახდა.

“ეს მანქანა სულაც არ იყო ძველი, ნუ წერთ ჯართიაო. პირიქით, ახალი მიკროავტობუსი იყო, სპრინტერი „მერსედესის“ მარკის. ახლახან იყიდა, ჩამოაყვანინა დიდი ხანი არცაა გასული, საათივით იყო გამართული. რა მოხდა არ ვიცი და ძალიან ვწუხვარ, საოცარი ბიჭია, საოცარი ოჯახი აქვს. ჩემი მეზობელია. თვითონაც საავადმყოფოში ჰყავთ ჯერ. ორსული ცოლი ჰყავს, ახლახან დაოჯახდა. ეს ბიჭი თბილისის ხაზზე მუშაობდა. ძალიან თანამედროვე მიკროავტობუსი იყო. რა მოხდა, არ ვიცი, ვფიქრობ, უბრალოდ მანქანამ უღალატა. ძლიერი მძღოლი იყო, არანაირი ნასვამი და არანაირი ჯართი, როგორც აქ წერენ," - წერს სოციალურ ქსელში მიკროავტობუსის მძღოლის მეზობელი.

ინფორმაციისთვის, წუხელ, გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ცნობებით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში