სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძემ გაავრცელა.

მისი თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კომპლექსურ საპოლიციო და პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

სამართალდამცველების მიერ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 135 პირი. მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 260-ე ტერცია, 261-ე, 263-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების გამოვლენას.

ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით, პოლიცია, სხვა შესაბამის სამართალდამცავ უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების მაქსიმალურ დაცვასა და კონტროლს.

ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში, ნარკოტიკების რეალიზაციასა თუ ხელშეწყობაში, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, - განაცხადა დავით კიკნაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში