12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ - ასევე, დაკარგული ბიჭის დედა ადგილზე არსებული დალუქული ჭის შემოწმებას ითხოვს

ადგილზე დალუქული ჭაა, ადრე არ იყო დალუქული და დღეს მაგასაც ვეტყვი, რომ შეამოწმონ. ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენტა და რატომ? - ამის შესახებ მლეთაში, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების მეოთხე დღეს სკანერის მეშვეობით ვერ მოხდა ვერაფრის აღმოჩენა, თუმცა დღეს დილიდან მიუვალი ადგილების უკეთ მოსაკვლევად მოხდება მძიმე ტექნიკის შეყვანა.

“გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება და მიწა, რაც დარჩა, იქ სკანერი ვერ გაივლის. თვითონ უფროსმა მითხრა, გულში ისე რომ არ დაგრჩეს რამე, დღეს 10:00 საათზე ტრაქტორებს შემოვიყვანთო. მეწყრის ვერსია გამოირიცხა, მეწყერს მე ვიძახი, თორემ როგორც მითხრეს, ქვა-ღორღია. ეს მასა ჩამოწვა და გაჩერდა ადგილზე.

ადგილზე დალუქული ჭაა, ადრე არ იყო დალუქული და დღეს მაგასაც ვეტყვი, რომ შეამოწმონ. ჯერ ორმოა და მერე ჭა. ორმოდან, რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენტა და რატომ?“ - განაცხადა სოფო ბიბილაშვილმა “ტვ პირველთან”.

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში