ლევან მაჭავარიანი - ვაფიქსირებ ჩემ პატივისცემას „სუხიშვილების“  მიმართ, თუმცა როცა ჩვენი ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არაა პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინის მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!

სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, აგენტურული ოპოზიციის და მათთან აფილირებული NGO-ების შემთხვევაში აქ ცალსახად დაკვეთას აქვს ადგილი, ხოლო კულტურის წარმომადგენლების შემთხვევაში ეს ზოგ შემთხვევაში დაკვეთაა, ზოგ შემთხვევაში კი ტრენდზე აყოლა.

“სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა. აგენტურული ოპოზიციის და მათთან აფილირებული NGO-ების შემთხვევაში აქ ცალსახად დაკვეთას აქვს ადგილი, ხოლო კულტურის წარმომადგენლების შემთხვევაში ეს ზოგ შემთხვევაში დაკვეთაა, ზოგ შემთხვევაში კი ტრენდზე აყოლა, თუმცა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ერთი არ არის ჯანსაღი.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვაფიქსირებ ჩემ პატივისცემას ანსამბლ „სუხიშვილების“ სასცენო მოღვაწეობის მიმართ. თავიანთი უზარმაზარი ღვაწლით ჩვენი კულტურის წინაშე ეს ანსამბლი თავისი შემოქმედებით ჩვენი იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!” - წერს მაჭავარიანი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში