GCCA-მა „ხეირი ნახე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, საქმის შესწავლის შედეგად, ი/მ ნიკოლოზ ჩახაიას („ხეირი ნახე“) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე სისტემატურად არღვევდა მომხმარებლების მიერ შეძენილი საქონლის მიწოდების ვადებს, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა.

„გარდა ამისა, დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულებით შეთანხმებული საქონლის მიწოდების ნაწილშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვაჭრის ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და არსებითად აზიანებს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ი/მ ნიკოლოზ ჩახაიას დაევალა, 1 თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შეესაბამებინა და აღედგინა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები. დაკისრებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, მოვაჭრე 1 374 ლარით დაჯარიმდა.

ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულებისა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში